საქართველო, ქ. თბილისი
ძალაში შესვლის თარიღი: 22.12.2018 წ.

1. ზოგადი დებულებები

1.1. კონფიდენციალობის პოლიტიკა

კომპანია MaxExpress (შემდგომში - კომპანია) მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის ვალდებულებას იღებს..

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა მომსახურების გაწევის პირობებთან ერთად კომპანიის მიერ ვებ-გვერდის maxexpress.ge (შემდგომში - „ვებ-გვერდი“) მეშვეობით მომხმარებელთაგან მიღებულ პირად მონაცემებთან მუშაობის საფუძველს წარმოადგენს. მომხმარებელთა პირადი მონაცემების გამოყენება, გახსნა და დამუშავება საიტის სერვისების გამოყენების შედეგად ხდება.

1.2. კონფიდენციალობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა

კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს კონფიდენციალობის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილებები, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართლის ნორმები.

მომხმარებელთა პირადი მონაცემების გამოყენების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია წინასწარ, ასეთი ცვლილებების ძალაში შევსლის მომენტამდე, შეატყობინოს ამის შესახებ მომხმარებელს რეგისტრაციისას მის მიერ დატოვებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეტანილ ცვლილებებს არ ეთანხმება, მას აქვს საკუთარი აქაუნტის დახურვის უფლება, კომპანიის მხარდაჭერის სამსახურში საიტზე მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოთხოვნით მიმართვის გზით.

2. კონფიდენციალური ინფორმაცია

კონფიდენციალურად ითვლება ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, რომელიც შეიცავს:

  • • სრულ სახელსა და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, დაბადების თარიღს, საბანკო ან საგადახდო ბარათების ნომრებს;
  • • ცნობებს ტრანზაქციების შესახებ, რომლებიც ხორციელდება საიტის მეშვეობით მომხმარებლის პირადი კაბინეტის გამოყენებით;
  • • მონაცემებს საბონუსო პროგრამებში მონაწილეობის შესახებ;
  • • კომპანიასთან წარმოებულ კორესპონდენციას;
  • • სამომხმარებლო IP-მისამართებს, საოპერაციო სისტემასა და ბრაუზერს;
  • • ცნობებს საიტზე შესვლის და მოქმედებების შესახებ.

3. კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება

მომხმარებლებისგან მიღებულ ინფორმაციას კომპანია იყენებს შემდეგი მიზმებისთვის:

  • • მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი კომპანიის სერვისების მომსახურებათა შესრულებისთვის;
  • • სამომხმარებლო აქაუნტის და პირადი კაბინეტის ოფციების მომსახურებისთვის;
  • • სერვისის სიახლეების, კომპანიის მიერ გასაწევი მომსახურების და საქმიანობის შესახებ ინფორმირებისთვის;
  • • მომხმარებელთა მიმართვის შემთხვევაში ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელებისთვის;
  • • კანონმდებლობის ნორმების შესრულებისთვის.

4. კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოება

კომპანია იყენებს სათანადო ძალისხმევას მომხმარებელთა პირადი მონაცემების არასანქცირებული წვდომისგან ან არასანქცირებული გახსნის ან განადგურებისგან დასაცავად, კერძოდ:

• ამოწმებს ინფორმაციის შეგროვების, შენახვის და დამუშავების პროცესებს, და აგრეთვე უსაფრთხოების ზომებს პირადი მონაცემების არასანქცირებული წვდომისგან დასაცავად;

• კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებას და მუდამ იცავს მათ გაშიფვრისგან იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი პირადი მონაცემები არასანქცირებული წვდომისგან ან არასანქცირებული ცვლილებისგან

გახსნისგან ან განადგურებისგან. ამავდროულად, ზოგიერთი დაშიფრული მონაცემების შემოწმება მხოლოდ თვით მომხმარებელს შეუძლია.

კონფიდენციალური ინფორმაციის გახსნა

კონფიდენციალური ინფორმაციის გახსნა და მომხმარებელთა პირადი მონაცემების გადაცემა შესაძლებელია კომპანიასა და კონტრაგენტებს შორის დადებული საპარტნიორო შეთანხმებების ფარგლებში და მხოლოდ კომპანიის მომსახურებათა სათანადო გაწევის, გადახდების დამუშავების, ტექნიკური შეცდომების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

კონფიდენციალური ინფორმაციის გახსნა შესაძლებელია მარეგულირებელი ან/და მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნით, სასამართლო წესით, კანონმდებლობის სხვა ნორმების შესასრულებლად.

5. თაღლითობა

თაღლითობის ერთ-ერთი სახეობაა ფიშინგი - არასანქცირებული წვდომის და პირადი მონაცემების გამოყენების მცდელობები ვებ-რესურსის მომხმარებლისგან მათი მოპარვის გზით. ამისთვის თაღლითები იყენებენ ყალბ ელექტრონულ შეტყობინებებს ყალბ ვებ-გვერდზე მომხმარებლის შეტყუებით მოწვევის და საკუთარი პირადი მონაცემების შეყვანის დარწმუნების მიზნით

კომპანია არ აგზავნის ელექტრონულ შეტყობინებებს მომხმარებლების პირადი მონაცემების მიღების მიზნით. კომპანიის თანამშრომლები არ ითხოვენ მომხმარებლებისგან პაროლებს პირად კაბინეტში შესასვლელად.

მომხმარებლის მიერ ამგვარი ელექტრონული შეტყობინების ან ტელეფონით მონაცემების მიწოდების თხოვნის მიღების შემთხვევაში უნდა მიმართონ ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურს, კომპანიის საიტზე მითითებული მისამართით.

6. სხვა ვებ-რესურსებზე გადასვლა

კომპანიის საიტი მოიცავს პარტნიორი კომპანიების ვებ-რესურსების ლინკებს. კომპანიის საიტზე განთავსებულ ასეთი რესურსების ლინკებზე გადასვლისას, მომხმარებლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ის, რომ თითოეულ კომპანიას აქვს კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვისა და დაცვის ინდივიდუალური პირობები და საკუთარი თავისებურებები.

კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებელთა პირადი მონაცემებოს დაცულობაზე სხვა ვებ-რესურსების ლინკებზე მათი გადასვლის შემდეგ.

კომპანიის საიტი ასევე შეიცავს სოციალური ქსელების კლიკაბელურ ღილაკებს. სოციალური ქსელების სერვისებს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება ინდივიდუალური წესისა და საკუთარი კონფიდენციალობის პოლიტიკის მიხედვით შეუძლიათ.

7. COOKIE-ფაილების გამოყენება

კომპანიის საიტზე შესვლისას ან მუშაობისას მომხმარებლები აღიარებენ კომპანიის უფლებას

Cookie-ფაილების გამოყენებაზე სერვისის მომსახურებათა სათანადო შესრულების და ვებ-რესურსის მუშაობის უზრუნველსაყოფად.

8. საკონტაქტო ინფორმაცია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «Maxexpress»
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე, ვაჟა-ფშაველას გამზ., N 45
ტელ: +995 577 54 04 11
maxexpressgeo@gmail.com


ბოლო ცვლილებების თარიღი «22» დეკემბერი 2018 წ.

LLC “Max Express”
Georgia, Tbilisi, Vake district, Vazha Pshavela ave, N 45

support@maxexpress.net