სამომხმარებლო შეთანხმება

პატივცემულო მომხმრებლებო, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების გაწევის პირობებს, რაც წარმოადგენს შეთანხმებას მომხმარებელსა და კომპანია MaxExpress-ს შორის, რომელიც შემდგომში მოხსენიებულია როგორც «შეთანხმება».

ჩვენი სერვისის მეშვეობით თქვენ შეძლებთ პლატფორმზე წარმოდგენილ ონლაინ თამაშებში თქვენი სათამაშო ბალანსის შევსებას.

ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ ავტომატურად აღიარებთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს და მკაცრად უნდა დაიცვათ ჩვენი სერვისისა და მომსახურების სხვა პირობების გამოყენების ქვემოთ მოცემული წესები.

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პირობას, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ჩვენი მომსახურების გამოყენება.

ჩვენი სერვისის მიღება შემდეგი ინსტრუმენტების მეშვეობით შეგიძლიათ: ვებ-გვერდი, თვითმომსახურების ტერმინალი.

ყველა ჩვენი მინიმალური და მაქსიმალური საკომისიო შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ვებ-გვერდზე maxexpress.ge

საგადახდო დავალება მიღებულად ითვლება გადახდის დადასტურების მომენტიდან. გადახდის დადასტურებად ითვლება შემდეგი:

  • 1. მომსახურების მისაღებად ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში - დააჭირეთ ღილაკს „გადახდა“
  • 2. თვითმომსახურების ტერმინალის გამოყენების შემთხვევაში - მოწყობილობაში ფულის შეტანა.

1. ტერმინები და განმარტებები

1.1. ერთმნიშვნელოვანი განმარტების მიზნით, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:

1.1.1. საიტი – ინტერნეტ-საიტი, განთავსებული ინტერნეტის ქსელში მისამართზე: maxexpress.ge, რომელზეც განთავსებულია შესაბამისი სერვისები და სერვისების გამოყენების საფასურის გადახდის მეთოდები.

1.1.2. ოფერტის აქცეპტი - ოფერტის სრული და უპირობო მიღება, ოფერტის მე-3 ნაწილში მითითებული მოქმედებების შესრულების გზით. ოფერტის აქცეპტით ფორმდება ხელშეკრულება.

1.1.3. სერვისი - ონლაინ-სერვისი (ონლაინ- თამაშები, სოციალური ქსელები), რომელიც განთავსებულია ინტერნეტის ქსელში მისამართზე: maxexpress.ge ვირტუალური ანგარიშის შევსების შესაძლებლობით.

1.1.4 ვირტუალური ანგარიში - სერვისში გამოყენებული ანგარიში, რომელზეც განთავსებულია განსაზღვრული სათამაშო ვალუტა, რომელიც გამოიყენება სერვისის დამატებითი ოფციების გამოყენებისთვის (თამაშის საფასურის, სერვისის მომსახურებების გადახდა).

1.1.5. მომსახურებები - მომსახურებათა ჩამონათვალი, რომლებსაც უწევს შემსრულებელი მომხმარებელს უშუალოდ შემსრულებლის სერვისის მეშვეობით, მომხმარებლისთვის ონლაინ თამაშში სათამაშო აქაუნტის შევსების (საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა) შესაძლებლობის მიცემის გზით.

შემსრულებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გაწეულ მომსახურებათა ჩამონათვალი მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:

1) მომხმარებლისთვის სერვისის ონლაინ გამოყენების უზრუნველყოფა შეთავაზებული მეთოდებით ინლაინ-თამაშის აქაუნტის შესავსებად, მათ შორის როგორც საიტზე რეგისტრაციის გარეშე, ისე მომხმარებლის აქაუნტის საიტზე რეგისტრაციით, რაც დამატებით შესაძლებლობებს იძლევა (პირადი კაბინების მინაცემებზე დაკვირვება, შევსების სტატისტიკის ნახვა, ლოიალობის პროგრამებში და საბონუსო შეთავაზებებში მონაწილეობა და სხვა);
2) სერვისის ფუნქციონირებაში შესაძლო შეცდომების შესახებ მომხმარებლის მიმართვებთან მუშაობა, სერვისების მიმწოდებლებთან ურთიერთქმედების გზით;
3) მომხმარებლისთვის კონსულტაციების გაწევა სერვისის შესაძლებლობების და მასთან მუშაობის საკითხებზე.

1.1.6. მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირდა რეგისტრაციის გვერდზე მომსახურებათა მომხმარებლის სახით, მისთვის საიდენტიფიკაციო კოდის (ლოგინის) მინიჭებით. მომხმარებელი იყენებს მომსახურებას ხელშეკრულების პირობების საფუძველზე.

1.1.7. პროგრამული უზრუნველყოფა (პუ) - პროგრამულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ხდება საინფორნაციო-ტექნიკური ურთიერთქმედება შემსრულებელსა და სერვისების მიმწოდებლებს შორის.

1.1.8. შემსრულებელი (ოპერატორი) - «MaxExpress», რომელიც უწევს საინფორმაციო-ტექნიკურ მომსახურებას, ვებ-კვანძებზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით, სერვისების საფასურის გადახდის შესასრულებლად, საიტის მეშვეობით ინტეგრაციის გზით;

1.1.9. შემსრულებელი / მომხმარებელი ერთად მოიხსენიაბიან როგორც მხარეები.

1.1.10. პარტნიორი – კომპანია LTD MaxExpress, რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზ., N 45, რომელიც სერვისების მიმწოდებლების წარმომადგენელია და მომხმარებელს სათამაშო ვალუტის მიღების, შეგროვების და გამოყენების მიზნით სერვისის შევსების შესაძლებლობას აძლევს.

1.2. ხელშეკრულებაში შეიძლება, გამოყენებული იქნას სხვა ტერმინები, გარდა ხელშეკრულების პ.1.1 -ით განსაზღვრულისა. ასეთ შემთხვევაში ტერმინის განმარტება ხდება ხელშეკრულების ტექსტის შესაბამისად. ხელშეკრულების ტექსტში ტერმინის ერთმნიშვნელოვანი განმარტების არარსებობის შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოთ ტერმინის განმარტებით, რომელიც განსაზღვრულია პირველ რიგში საქართველოს ხელშეკრულებით, მეორე რიგში - საიტზე maxexpress.ge, ხოლო შემდეგ დებულების საზოგადოდ მიღებული განმარტებით.

2. ხელშეკრულების საგანი

2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსრულებლის მიერ მომხმარებლისთვის სათამაშო ვალუტის მიღების, შეგროვებისა და გამოყენების მიზნით სერვისის შევსებისთვის პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობის მიცემა, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ წესებთან შეთანხმების გზით. და ასევე შემსრულებლის მიერ მომხმარებლისთვის პლატფორმის სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა;

მომხმარებლის განაცხადების მიღებისა და შესრულების უზრუნველყოფა; ინფორმაციისა და შეტყობინებების გაცვლა პლატფორმის სერვისების მეშვეობით.

2.2. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრება მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ანაზღაურებული მომხმარებლის მიერ შერჩეული სერვისების ჩამონათვალით, რომლებიც განთავსებულია შემსრულებლის მიერ ინტერნეტის ქსელში მისამართზე: maxexpress.ge

3. მომსახურების გაწევის პირობები

3.1. მომხმარებელი ვალდებულია ხელშეკრულების პირობების მიღებამდე გაეცნოს ხელშეკრულების ამ პირობებს და სატარიფო გეგმებს, შემსრულებლის მიერ საიტზე განთავსებული მეთოდებიდან ერთ-ერთის მიხედვით შევსებისას.

3.2. მომხმარებელი დამოუკიდებლად აგებს პასუხს სარეგისტრაციო მონაცემების (ლოგინების, პაროლების) კონფიდენციალობის უზრუნველყოფაზე. ყველა მოქმედება, რომელიც შესრულებულია მომხმარებლის ლოგინების, პაროლების გამოყენებით, ითვლება შესრულებულად მომხმარებლის მიერ. მომხმარებელი დამოუკიდებლად აგებს პასუხს მესამე პირების წინაშე მოქმედებებზე, რომლებიც შესრულებულია მომხმარებლის ლოგინების, პაროლების გამოყენებით. შემსრულებელი პასუხს არ აგებს მესამე პირთა მიერ მომხმარებლის ლოგინების, პაროლების არასანქცირებულ გამოყენებაზე.

3.3. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების მიღებით, მომხმარებელი უარს აცხადებს ნებისმიერ პრეტენზიებზე შემსრულებლის მისამართით, თუ ინფორმაცია, რომელიც მითითებულია აქაუნტის შევსებაში, არ შეესაბამება კონკრეტულ მიზნებსა და მოლოდინებს.

3.4. პლატფორმის ოპერატორი იტოვებს უფლებას ცალმხრივად (სრულად ან ნაწილობრივ) შეუწყვიტოს მომხმარებელს წვდომა პლატფორმის ვებ-გვერდზე ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე, თუ მომხმარებლის მხრიდან შეინიშნება თაღლითობის ნიშნები.

4. შემსრულებლის უფლება-მოვალეობები

შემსრულებელი ვალდებულია:

4.1. გაუწიოს მომხმარებელს მომსახურება სერვისების აქაუნტების შევსების შესაძლებლობის სახით, ხელშეკრულებით და აქაუნტის შევსების მეთოდის შესაბამისად დადგენილი სატარიფო გეგმის შესაბამისად, სერვისებთან (მომსახურების მიმწოდებლებთან) ურთიერთობის გზით;

4.2. ხელშეკრულებით მომსახურების გაწევისას უზრუნველყოს სერვისის ფუნქციონალურ შესაძლებლობებთან მომხმარებლის წვდომის შესაძლებლობა, კლიენტური ვებ-ინტერფეისის მეშვეობით მომხმარებლის ლოგინისა და პაროლის გამოყენებით, ამასთან შემსრულებელი პასუხს არ აგებს შემსრულებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მომხმარებლის მიერ სერვისების ფუნქციონალური შესაძლებლობების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში.

4.3. დროებით შეუჩეროს კლიენტისთვის მომსახურებათა წვდომა ტექნიკური ან სხვა მიზეზებით, რომლებიც ხელს უშლის მომსახურების გაწევას, ასეთი მიზეზების ლიკვიდაციის პერიოდის განმავლობაში.

5. მომხმარებლის უფლება-მოვალეობები

5.1. მომხმარებელს აქვს სათანადო მომსახურების მიღების უფლება.

5.2. მომხმარებელი თანხმდება, რომ არ უნდა გამოიყენოს საიტი საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისთვის და საიტის ნორმალური მუშაობის დარღვევისთვის.

აქაუნტის უსაფრთხოება

თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ელექტრონული სააღრიცხვო ჩანაწერის ნებისმიერი რეკვიზიტები (ტელეფონის ნომერი, პაროლი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ა. შ.), და არ უნდა გაახმოვანოთ ნათქვამი ნებისმიერი ფორმით მესამე პირთათვის. აქაუნტის უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია:

• პერიოდულად შეცვალოთ პაროლი (3 თვეში ერთხელ მაინც).

• იმისთვის, რომ არ გახადოთ ის სხვა პირთათვის ხელმისაწვდომი, არ ჩაწეროთ და არ შეინახოთ თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერის რეკვიზიტები.

• არ შეარჩიოთ პაროლი, რომელიც ადვილად ამოსაცნობია ან აქვს რომელიმე მნიშვნელობა და სხვა პირებმა შეიძლება ადვილად ამოიცნონ ის.

• დაიცავით მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც მითითებულია რეგისტრაციისას, რადგან მობილური ტელეფონის ნომერი უზრუნველყოფს სააღრიცხვო ჩანაწერის ავტორიზაციას (ავტორიზაცია SMS-ს მეშვეობით). მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილების შემთხვევაში მიუთითეთ ახალი ნომერი, რომელზეც სურთ ავტორიზაციის კოდის მიღება.

ჩვენ არ ვაგებთ არანაირ პასუხს თქვენს მიერ თქვენი პირადი აქაუნტის უსაფრთხოების ზომების დაუცველობაზე.

ჩვენ გვაქვს თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერის დაბლოკვის/მოქმედების შეჩერების უფლება თქვენს მიერ თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერის გამოყენების ან/და წინამდებარე შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

6. შემსრულებლის საკუთრების უფლებები და ინტელექტუალური საკუთრება

6.1. მომხმარებელი აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ სერვისი და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროგრამა შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას და დაცულია კანონით. არც თვითონ მომხმარებელი, არც სხვა პირები მომხმარებლის მეშვეობით არ მოახდენენ სერვისის პროგრამული უზრუნველყოფის კოპირებას და ცვლილებას; სერვისის პროგრამული უზრუნველყოფისგან წარმოშობილი პროგრამების შექმნას; სერვისის პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩარევას პროგრამების კოდების, მომხმარებლების აქაუნტების და პაროლების მიღების მიზნით.

6.2. ვებ-საიტზე გამოყენებული და განთავსებული ინტელექტუალური საქმიანობის ყველა შედეგი (ვებ-საიტის გაფორმების ელემენტები, სიმბოლიკა, ლოგოტიპები, ილუსტრაციები, ფოტოები და სხვა ობიექტები), და ასევე თვით საიტი წარმოადგენს მისი კანონიერი უფლებამფლობელების ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებუს დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

7. იურისდიქცია

წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერა და ჩვენი მომსახურების მიღება ნიშნავს, რომ წინამდებარე შეთანხმება შედგენილია საქართველოში, კერძოდ ქ. თბილისში.

მხარეებს შორის წარმოშობილი დავები წყდება მოლაპარაკებების გზით. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, აღნიშნული დავის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება თბილისის მუნიციპალური სასამართლო.

შეთანხმების არც ერთი დებულება არ ქმნის პარტნიორობას, სამუშაო ურთიერთობებს ან წარმომადგენლობას თქვენსა და ჩვენს შორის. წინამდებარე შეთანხმებას არ გააჩნია გარე ბენეფიციარი. თქვენთვის არ არის ნებადართული წინამდებარე შეთანხმების ან წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მესამე პირებზე სრულად ან ნაწილობრივ გადაცემა ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. თქვენი მხრიდან ნებისმიერი ასეთი მცდელობა ჩაითვლება ბათილად.

8. ოფერტის მოქმედების ვადა

8.1. ოფერტა მოქმედებას იწყებს ინტერნეტის ქსელში მისამართზე maxexpress.ge განთავსების მომენტიდან და მოქმედებს შემსრულებლის მიერ ოფერტის უკან გაწვევის ან შეცვლის მომენტამდე.

9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესი

9.1. მომხმარებელი თანხმდება და აღიარებს, რომ ოფერტაში ცვლილებების შეტანას მოჰყვება მომხმარებელსა და შემსრულებელს შორის დადებულ და მოქმედ ხელშეკრულებაში ამ ცვლილებების შეტანა, და ეს ცვლილებები მოქმედებას იწყებს ოფერტაში ცვლილებების შეტანასთან ერთდროულად.

9.2. ოფერტის უკან გაწვევა არ წყვეტს მომხმარებელსა და შემსრულებელს შორის დადებული და მოქმედი ხელშეკრულების მოქმედებას.

10. მხარეთა პასუხისმგებლობა, შეზღუდვები და დავების გადაწყვეტა

10.1. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

10.2. მომხმარებელს ესმის და ეთანხმება, რომ შემსრულებელი არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე. მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს მის მიერ სერვისის მეშვეობით განთავსებული, გაგზავნილი, გადაცემული ან სხვაგვარად ხელმოსაწვდომი ინფორმაციის მთლიან შინაარსზე.

10.3. მომხმარებელს ესმის და ეთანხმება, რომ შემსრულებელი ახორციელებს ყველაფერს, რაც საჭიროა მომსახურების ხარისხისნი გაწევის უზრუნველსაყოფად. ამასთან, შემსრულებელი არ აგებს არანაირ პასუხს მომხმარებლის წინაშე მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან მიუწვდომელობაზე.

11. სხვა პირობები

11.1. ნებისმიერი შეტყობინებები ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება გაგზავნილი იქნას მომხმარებლის მიერ შემსრულებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელიც მითითებულია საიტზე.

11.2. ხელშეკრულების ერთი ან მეტი პირობების შესაძლო ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანი ხელშეკრულების ან მისი ცალკეული ნაწილების ბათილობას, და იხინი ძალაში რჩება.

11.3. მომხმარებელი თანხმობას აძლევს შემსრულებელს პირადი მონაცემების დამუშავებასა და გამოყენებაზე, რომლებიც შეიძლება ცნობილი გახდეს მისთვის ხელშეკრულების პირობების შესრულებისას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

11.4. სახსრების დაბრუნება ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სერვისების მიმწოდებლების მიერ დადგენილი ტარიფების გამოყენების წესების შესაბამისად. დაბრუნებაზე განაცხადის შესრულების წესი და მომხმარებლისთვის სახსრების დაბრუნების ტექნიკური პროცედურა რეგლამენტირდება თითოეული ცალკეული კონკრეტული სერვისისთვის დაბრუნების წესებითა და თავისებურებებით.

11.5. საიტის მხარდაჭერის სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დაბრუნების ინიციატორი მომხმარებლისგან დამატებითი დოკუმენტები: პერსონალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, განცხადებები, ცნობები, მოწმობები და დაბრუნების მიზეზების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, და ასევე საბანკო ამონაწერის/ქვითრის წარმოდგენა სადავო ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას.

11.6. თაღლითობასთან და მის მცდელობებთან ბრძოლა. შემსრულებელი /პარტნიორი იტოვებს უფლებას გამოიძიოს ამ საიტის ნებისმიერი უკანონო ან/და არასანქცირებული გამოყენება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით, რობოტების და სხვა ავტომატური მოწყობილობების საიტთან მიმართებაში არასანქცირებულ გამოყენებას, და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებების კომპლექსი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ზიანის თავიდან ასაცილებლად ან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთვის.

12. დამატებითი ინფორმაცია

LTD MaxExpress

ID კოდი: 405256574

მაკონტროლებელი დაწესებულებები:

საქართველოს ეროვნული ბანკი (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2)

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (www.fms.gov.ge)

მაკონტროლებელი დაწესებულებები არავითან გარემოებებში პასუხს არ აგებენ ჩვენი ვალდებულებების არასათანადო შესრულებაზე.

თქვენ გაქვთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით (2016 წლის 6 იანვრის ბრძ. №1 / 04) დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების უფლება, იმ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც ეხება ჩარჩო ხელშეკრულების პირობებს და რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-საიტზე maxexpress.ge 24 საათის განმავლობაში.

შეთანმხმება ან/და მოქმედი სახელშეკრულებო ურთიერთობები ჩვენს შორის რეგულირდება ქართულ ენაზე.

13. საკონტაქტო ინფორმაცია:

აქტუალური და იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, № 45.

e-mail: support@maxexpress.ge

Website: maxexpress.ge

LLC “Max Express”
Georgia, Tbilisi, Vake district, Vazha Pshavela ave, N 45

support@maxexpress.net